LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღარაფერი დაგვრჩა“ – ქუთაისში მარიუპოლიდან ლტოლვილი უკრაინელები გაქურდეს

51
Untitled design (3)

ქუთაისში უკრაინის მოქალაქეები გაქურდეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, სახლიდან თანხა და სამკაულები წაიღეს.

„მას შემდეგ, რაც ომი დაიყო, მარიუპოლიდან ჩამოვედით. ნამდვილად არ ველოდით, რომ აქ ასეთი რამ შეგვემთხვეოდა. გუშინ ბავშვები სკოლიდან რომ მოვიყვანეთ, სახლი არეული დაგვხვდა. მოგვპარეს ფული – 4 500 დოლარი და ოქროულობა, პოლიცია გამოვიძახეთ. სამი ბავშვი გვყავს, არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღარაფერი დაგვრჩა“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა „მთავარ არხთან“.

„შოკში ვართ, აქ ასეთ რამეს არ ველოდი, იმედია პოლიცია დაგვეხმარება, ყველაფერი წაიღეს, რაც გაგვაჩნდა, მე ფული ნაკლები მქონდა, მაგრამ ის თანხა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან გამიჭირდება“, – აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები