LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

330
Capture

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 21 და 22 სექტემბერს, ტელე და ინტერნეტ მედიის მეშვეობით, პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაყიდა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი“.

აღნიშნული ინფორმაციის პასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ პარლამენტარების ხელთ არსებული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთო საცხოვრებელს, სხვა უძრავი ქონების მსგავსად, ფლობდა სარგებლობის უფლებით, რომელიც 2007 წლის ზაფხულში სრულად გადავიდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში”- აღნიშნულია სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები