LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: მიშა ხომ „დავით აღმაშენებელი“ იყო და ბელადის მიმდევარმა „ჯარისკაცებმა“ გადაწყვიტეს, გელათს დააფარონ კრამიტი, ოღონდ ქვეყანაში ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც ამ კრამიტს გააკეთებდა

210
BeFunky-collage

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არ და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას გელათთან დაკავშირებით.

წულუკიანი მზად არის, პასუხი აგოს ყველა ქმედებაზე, რომელიც მისი მინისტრობისას გელათის კომპლექსში ხორციელდება.

ამის შესახებ კულტურის მინისტრმა “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

თეა წულუკიანი: “ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს”

„მაგალითად, მე ვერ ვაგებ პასუხს იმაზე, 2008 წელს ბატონმა კახამ როგორ შეიმუშავა გელათის რეაბილიტაციის პროექტი. 2008 წელს მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და ჩემთვის არც იმის შესახებ იყო ცნობილი, რას აკეთებდა კახა ტრაპაიძე და როგორ მუშაობდა ამ პროექტზე; მაშინ ჩემთვის არც ის იყო ცნობილი და ვერც იქნებოდა, რა იგეგმებოდა და ა.შ. ასევე, მე ვერ ვაგებ პასუხს იმაზე, დიდი მეცნიერის, იულონ გაგოშიძის ვაჟმა, დიდმა მეცნიერმა გიორგი გამოშიძემ რატომ გადაწყვიტა, რომ გელათი მაინცდამაინც კრამიტით უნდა გადახურულიყო, როდესაც, რაც უნდა დასანანი იყოს, დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს აღარ აქვს გამძლე, მტკიცე და წყალმედეგი კრამიტის წარმოების ტრადიცია. გადაწყვიტეს იმიტომ, რომ მაშინ ხომ მიშა „დავით აღმაშენებელი“ იყო და ბელადის მიმდევრები იყვნენ „დავით აღმაშენებლის ჯარისკაცები“. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, მიბაძონ დიდ მეფეს და გელათს დააფარონ კრამიტი, ოღონდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც ამ კრამიტს გააკეთებდა და მოკლედ, მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, იმაზე, რაც მათ მიერ გაკეთდა, მე ვერ ვაგებ პასუხს, მაგრამ მე ვაგებ პასუხს იმაზე, რომ პრობლემები იქნა გამოტანილი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g