LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაფეს თანამშრომლებმა სასამართლოში უჩივლეს კლიენტს, რომელმაც ჩაი არ დატოვა

44
Capture1

პენსილვანიაში, აშშ-ში, კაფეს Alfredo’s Pizza Cafe თანამშრომლებმა უჩივლეს კლიენტს, რომელმაც ჩაის დატოვება გადაიფიქრა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

ზაფხულში ერიკ სმიტმა 13 დოლარის პიცა მიირთვა და ოფიციანტს მარიანა ლამბერტს ჩაის სახით 3 ათასი დოლარი დაუტოვა. სმიტმა დაწესებულების მენეჯერს უთხრა, რომ ასეთი საქციელი მაშინ პოპულარული ტრენდის „იესოს ჩაის“ დამსახურება იყო. ფრაზა „ჩაი იესოსთვის“ მან დატოვებულ ჩეკზეც დაწერა.

კლიენტის ჟესტმა ლამბერტი სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა. „ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. დღემდე შოკში ვარ და ბოლომდე არც მჯერა“, – აღიარებს ქალი. კაფემ ოფიციანტს 3 ათასი დოლარი გადაუხადა და თითქოს ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სმიტმა გადაიფიქრა და კაფეში დატოვებული ფული ბანკის დახმარებით უკან დაიბრუნა.

Alfredo’s Pizza-ს თანამშრომლებმა თავიდან ჩათვალეს რომ ეს რაღაც შეცდომა იყო და კლიენტთან დაკავშირება სცადეს. თუმცა, მამაკაცმა მათი შეტყობინება უპასუხოდ დატოვა. ამის შემდეგ ადმინისტრაცია სიტუაციაში გაერკვა და მერყევი კლიენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.

მენეჯერი ფიქრობს, რომ ლამბერტი მართლაც ძალიან პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე ოფიციანტია, ამიტომ ეს ჯილდო სამართლიანი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები