LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკიში გაიხსნა კაფე, რომელსაც პერსონალი არ ჰყავს

111
Lauran-Kaffila-Vantaa-Helsinki-cafe

ჰელსინკიში გაიხსნა კაფე, რომელიც მთლიანად თვითმომსახურების პრინციპით ფუნქციონირებს. ამის შესახებ TripAdvisor წერს.

ფუნთუშეული და სხვა გამომცხვარი საკვები „ჭკვიან მაცივრებში“ ინახება და ეს მაცივრები მხოლოდ საბანკო ბარათით გადახდის შემდეგ იხსნება. როდესაც კლიენტი სენსორს ბარათს ადებს, გარკვეული თანხა იხსნება და კარიც იღება. „ჭკვიანი მაცივარი“ ავტომატურად ითვლის, თუ რა პროდუქტს იღებს დახლიდან სტუმარი – ამისათვის ყველა შეფუთვაზე QR კოდია დატანილი. ხურდაც ავტომატურად ბარათზე ბრუნდება.

იმის შესაძლებლობა, რომ ვინმემ ფუნთუშის ფული არ გადაიხადოს, არ არსებობს, კაფეში დამონტაჟებულია კამერებიც. მათი მეშვეობით მეპატრონე სისუფთავეს და მარაგებს აკონტროლებს. თუკი დახლები სწრაფად იცლება ან იატაკზე ჭუჭყია, კაფეში თანამშრომელს გზავნიან.

უჩვეულო კაფე 24 საათის განმავლობაში, კვირაში 4 დღე მუშაობს.

ასეთი კონცეფცია მეპატრონემ გამოუვალი სიტუაციის გამო აირჩია: თავად მას დახლთან დგომის დრო არ აქვს, პერსონალის ასაყვანად კი ბიუჯეტი არ ჰყოფნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები