LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა მატყუარაა ეს ბიჭი” – როგორ პასუხობს ბაია პატარაია ნიკოლოზ ბასილაშვილის დღევანდელ განმარტებას

406
BeFunky-collage (6)

საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განმარტებას უფლებადამცველი ბაია პატარაია პასუხობს.

„რა მატყუარაა ეს ბიჭი. ნელი ეჯეოებთან მაშინ მივიდა, როცა ყველაფერი გაბაზრდა და შემაკავებელიც ამოწერილი იყო ამ კაცზე. მანამდე რომ მისულიყო, ბევრად უკეთეს მტკიცებულებებს მოაგროვებდა“, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქში.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში განმარტება გააკეთა იმ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ნელი დოროყაშვილის ტირილი ისმის.

“გამაგებინე, რატომ მირტყამ, რა ღირსი ხარ შენ რომ ვინმე შენზე ტიროდეს, წადი აქედან, მომშორდი, რის გამო მირტყამ? ამას ლუკასი არ გაპატიებს, მომშორდი, რაში მჭირდები… ჩემ ცემას ლუკასი არასდროს გაპატიებს”, – ისმის დოროყაშვილის ხმა ვიდეოჩანაწერში.

„იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოჩანაწერზე

ბასილაშვილის განმარტებით დოროყაშვილი არასამთავრობის მიერ იყო დარიგებული, რომ ეს სიტყვები ეთქვა.

“წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობოებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო”, – განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილზე: “წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობოებისგან რა სიტყვა ეთქვა, რომ ეფექტური ყოფილიყო, ვიდეოს მომიშვერდა და ამბობდა “რატომ მცემო”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g