ცნობილი ტელერეჟისორი დავით გერსამია ცნობილმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ პარიზში ახლახან გამართულ „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე მიიწვია. დავითი გახმაურებულ ჩვენებაზე დასასწრებად, სადაც მოდელები პირდაპირი მნიშვნელობით ტალახში დადიოდნენ, დემნამ ოჯახთან, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად დაპატიჟა.
შოუს დაწყებამდე გადაღებული ფოტოები დავით გერსამიამ სოციალურ ქსელში დიდი სიამოვნებით გაგვიზიარა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გერსამია დემნას მიწვევას იღებს და მის ჩვენებას ესწრება.
ტელერეჟისორი გვიზიარებს უშუალოდ ჩვენებაზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს.
ვიდეო: დემნა გვასალია მოდელს სთხოვს, პოდიუმზე გამოსვლის წინ თავი არ დაიბანოს