LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ ეს რომ ვთქვა, მცემთ…“ – ალექს როდრიგესმა „ბენიფერის“ ქორწინების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

4827
page

ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა, საქმრომ, ალექს როდრიგესმა ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ქორწინების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მან კრის უოლესნთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილ საცოლეს დიდ ბედნიერებას უსურვებს.

„რაც შეეხება ჯენიფერს, მისმინეთ, ეს იყო კარგი გამოცდილება ჩემთვის. მე მას და მის ლამაზ და ჭკვიან შვილებს დიდ ბედნიერებას ვუსურვებ. ვიტყოდი, ბედნიერი ვარ, რომ მისი ქმარი არ გავხდი-მეთქი, მაგრამ ალბათ ეს რომ ვთქვა,  მცემთ“, – აცხადებს ალექსი.

როცა ყოფილი საცოლე „რალფ ლაურენის“ კაბაში სხვაზე თხოვდება – აი ასე ებრძვის ალექს როდრიგესი მელანქოლიას

„აი რას გეტყვით ჯენიფერის შესახებ“ – „ბენიფერის“ გაბედნიერების შემდეგ ალექს როდრიგესი ყოფილ საცოლეზე ალაპარაკდა

შეგახსენებთ, ჯეი ლო და ალექსი 2021 წლის გაზაფხულზე დაშორდნენ ერთმანეთს, ისინი ერთად 4 წელი იყვნენ და დაქორწინებას გეგმავდნენ. 

NEW YORK, NY – AUGUST 21: Jennifer Lopez and Alex Rodriguez attend Jennifer Lopez’s MTV VMA’s Vanguard Award Celebration at Beauty & Essex on August 21, 2018 in New York City. (Photo by Andrew Toth/Getty Images for TAO Group)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები