გიორგი გილიგაშვილის და, ნუცა ჟურნალ „თბილისელებს“ ძმის სიმსივნის დიაგნოზისა და მისი მკურნალობის რთულ პერიოდზე და ამ განსაცდელის დაძლევაზე ესაუბრება და აღნიშნავს:
„როცა სიყვარულია და როცა ადამიანები ასე გეფერებიან, სიყვარულით გავსებენ, ქუჩაში თუ გარეთ, ყველაფერი დაძლევადია. როცა ქუჩაში ერთად გავდივართ, მანქანები ჩერდება, ხალხი უდიდესი სიყვარულით ლოცავს გიორგის, ულოცავენ გამოჯანმრთელებას, ეხუტებიან, სიყვარულს უხსნიან და ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ემოციებს უკავშირდება. ვერანაირი მილიონი ამას ვერ შეედრება, ადამიანების სიყვარული ყველაზე ღირებულია. ვფიქრობდი, ამხელა განსაცდელი როგორ უნდა გამოევლო, რომ ხალხის ასეთი სიყვარული გვეგრძნო? მადლიერები ვართ ყველასი, ეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.