LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მიეცა სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია – მინისტრი განმარტავს

61
BeFunky-collage (2)

ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია.

„საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ“ – სააკაშვილი ამერიკელი ადვოკატი

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული ექიმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილი იყო და მოთხოვნილს არ შეესაბამებოდა.

„ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სსიპ – რეგულირების სააგენტო და სპეცკომისია განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში. ჩვენ მონახულების უფლებას, პაციენტი იქნება თუ პატიმარი, არ გავცემთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს, ამიტომ კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე.

დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რაც აუცილებელი იყო საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად წარმოედგინა, არასრულყოფილი იყო, რამდენადაც ვიცი და ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს მედიას განუცხადა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დარგში ჯეიმს კობს, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევა.

ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, მან საკუთარი ეგიდით უზრუნველყოს კლინიკა “ვივამედში” ექიმსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა.

magti 5g