LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში, წყალმომარაგება შეწყდება – კომპანია GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

54
წყალმომარაგება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მათი განცხადებით, 4 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ანდრონიკაშვილისა და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება:

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 ოქტომბერს, საღამოს 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: მარშალ გელოვანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას და კორპუსებს, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, ლვოვის, გოთუას, კანდელაკის, ტაშკენტის ქუჩა N51-78, ბუდაპეშტის ქუჩა N1-11, გაგარინის ქუჩა N5, N19/2, კარტოზიას ქუჩა N8, ნუცუბიძის ქუჩა N2, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდი დიღმის I-IV მიკრორაიონებს, ქოშიგორას დასახლებას, სოფელი ზურგოვანას, ბენდუქიძის დასახლებას, ვიქტორ ნოზაძის, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ფარნავაზ მეფის, კრისტოფორო კასტელის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალეს, სტრაბონის, გოგიაშვილის, ცხაკაიას, გეხტმანის, არჩილ მეფის, სონღულაშვილის, უგრელიძის, კრისტოფერო კასტელის, ნიკო ბურის, ცამეტი ასურელი მამის, ათონელის, დიდგორის, ხანძთელის, ფიროსმანის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტალის N10-12 კორპუსებს.

გლდანის რაიონში: ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMSშეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, Facebook-ისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.“ –აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g