უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყო.
როგორც ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ამ დროისთვის რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია რუსი სამხედროებისგან.
გაიდაის არ დაუსახელებია იმ პუნქტების სახელწოდებები, რომლებიც უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს და ოლქის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაბრუნებული ტერიტორიების სრულად განაღმვა, რადგან რუსები გზებზე და შენობებში ტოვებდნენ ნაღმებს:
„ნუ ცდილობთ ჩაალაგოთ ნივთები და დაბრუნდეთ. ჩვენ გეტყვით, როდის და ზუსტად სად შეძლებთ დაბრუნებას. აუცილებელია, რომ ფრონტის ხაზი უფრო შორს გადაიტანოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში შეხვიდეთ“, – აღნიშნა გაიდაიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში