LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ” – ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

163
BeFunky-collage (6)

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. ის სხდომას დღეს პირველად დაესწრება სხდომათა დარბაზში.

2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

“როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ბასილაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ბასილაშვილმა აღნიშნა – “რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ”.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილზე: “წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობოებისგან რა სიტყვა ეთქვა, რომ ეფექტური ყოფილიყო, ვიდეოს მომიშვერდა და ამბობდა “რატომ მცემო”

„იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოჩანაწერზე

ნეკა დოროყაშვილი: როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში და ვერ გადამიხდია, ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g