LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ადვოკატი: სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა, რომლის შემდეგაც კოლაფსი გველოდება, ვგულისხმობ მისი სიცოცხლის მოსპობას

47
Untitled design (5)

სამედიცინო ცენტრ „ვივა მედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა მასიმო დანჯელომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დეგრადირებულია და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა.

ადვოკატი მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს:

„დღეს გავარკვიეთ, რომ სააკაშვილმა გუშინ, მას შემდეგ, რაც მის ოთახში პროკურატურის წარმომადგენლები შეიჭრნენ და სასამართლო სხდომის გამართვას შეეცადნენ, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ეპიზოდი არ არის პირველი.

ყველას კარგად გვახსოვს არაერთი ეპიზოდი, როცა მას გონების დაკარგვის შემთხვევები უფიქსირდება ძლიერი აღელვების და შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული არის მოულოდნელი თავდასხმებით და სტუმრების ვიზიტებით მის ოთახში.

დღეს შევძელით და სააკაშვილთან შევიდა ამერიკელი ნერვოლოგი ბატონი ლახანი. მისი შეფასებით, ძალიან სავალალო და საგანგაშო სურათი დაინახა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ამ დროისთვის, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული. მას აქვს სასიცოცხლო საფრთხე თუკი მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ დაიწყება. ბატონი პრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს. ეს არ არის პროტესტი, ეს არის მისი ფიზიკური მდგომარეობა. მას არ შეუძლია ორგანულად საკვების მიღება. მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში ვგულისხმობ მისი სიცოცხლის მოსპობას..

მიხეილ სააკაშვილის სისხლის მაჩვენებლები არაერთ შემთხვევაში არის არანორმალური. ბატონი კობი ბატონი ლახანი აკეთებს განცხადებას, რომ მსგავსი არ შეიძლება ადამიანს დაუფიქსირდეს, ეს ადამიანის სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია“, – აღნიშნა მასიმო დანჯელომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები