დღეიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად, მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეძლებენ გამგზავრებას.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, FlyArystan თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს. რაც შეეხება Wizz air-ს, ის თბილისიდან კვირაში 39 რეისს შეასრულებს. Wizz air Abu-Dhabi კვირაში 4 ფრენას შეასრულებს ასევე თბილისიდან. ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia კი ბათუმის აეროპორტში დაამატებს სიხშირეებს, რომელიც ბათუმიდან აქამდეც დაფრინავდა. შედეგად ჯამში ავიაკომპანია კვირაში სამ სიხშირეს დაამატებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენი/დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება, რის გამოც აეროპორტი დროებით დაიხურება. რეაბილიტაციის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.