LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმა გამოიწვევს სამხედრო თვალსაზრისით ისეთ ძლიერ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება: ჯოზეფ ბორელი

46
ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმა გამოიწვევს სამხედრო თვალსაზრისით ისეთ ძლიერ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება“.

„ატომური მუქარა არის და პუტინი ამბობს, რომ იგი არ ბლეფობს. რეალურად, მას ბლეფის საშუალება არ აქვს. ცხადი უნდა იყოს, რომ ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები, შეერთებული შტატები და ნატო ასევე არ ბლეფობენ. და უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმა წარმოქმნის პასუხს, არა ბირთვულ პასუხს, არამედ სამხედრო თვალსაზრისით ისეთ ძლიერ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება“, – თქვა ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g