LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შადრევანი დღეიდან ისეთ სიხარულს ვეღარ ატარებს, როგორც მანამდე რადგან ყოველთვის გაგვახსენდება ის სევდა, ის ტკივილი რადაც იქცა ეს სიხარული” – მარიამ ცქიფურიშვილი

185
BeFunky-collage (56)

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მოზარდი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შადრევანმა სიხარული და სიცოცხლე დაჰკარგა.

“შადრევანი სიცოცხლის სიმბოლოა.

ყოველთვის როდესაც შადრევანთან ჩაივლის ადამიანი, სიხარული იპყობს მის გულს.
შადრევანი ხომ წყლის (სისუფთავის და სიცოცხლის) მოძრავი გამოხატულებაა.

მოცეკვავე, მხიარული წყალი, რომელსაც დიდხანს თუ უყურებ, თავის მხიარულ განწყობას გადმოგდებს კიდეც.
თითქოს გაცოცხლდება და ეს მჩქეფარე გამჭვირვალე მხიარულება, თავის თავს კიდევ მეტად გაგაცნობს და დაგანახებს.
შადრევანი ბავშვს ჰგავს, ამიტიომაც უყვართ ბავშვებს შადრევანი.

მათსავით ლაღია, იოლი, სიცოცხლით და სიხარულით სავსე.
არაფერია იმაზე მხიარული დასანახი როდესაც ბავშვები შადრევანში თამაშობენ, აქ თითქოს ორი სიხარული ერთად იკვრება და ერთმანეთს უცვლის სიცილს, სიცოცხლეს.
სწორედ ამ სიხარულის თამაშით ერთმანეთში გაცვლააა სიყვარულიც.
პარკს სწორედ შადრევანი და ბავშები აცოცხლებენ.
უშადრევანო და უბავშვებო პარკი, პარკი არ არის.

შადრევანს უყვარს ბავშვები, ბავშვებს კი შადრევნები.
გუშინ შადრევანში ბავშვი მოკვდა,

იმ სიცოცხლის და მხიარულების სიმბოლოში.
გუშნდლიდან ყველას შეეშინდება შადრევანის,
ამ მხიარული მჩეფარე წყლის,

რადგან ყველას გუშინდელი დღე გაახსენდება, როდესაც შადრევანმა სიხარული და სიცოცხლე დაჰკარგა.
ეს სიცოცხლის და მხიარულების სიმბოლო, ორ წამში სიკვდილის და შიშის სიმბოლოდ იქცა.

ხედავთ, რა იოლად უკარგავს ადამიანის უტვინო უპასუხუსმგევლო და ფეხებზე მკიდია საქციელი სიკეთეს თავის ძალას?
როგორ ორ წამში შეიძლება ადამიანმა რაღაც კარგი, რაღაც მხიარული რაღაც მარადიული სიცოცხლე, სევდად, ტკივილად და სიკვდილად, შიშად აქციოს?
შადრევანი დღეიდან ისეთ სიხარულს ვეღარ ატარებს, როგორც მანამდე რადგან ყოველთვის გაგვახსენდება ის სევდა, ის ტკივილი რადაც იქცა ეს სიხარული.
შადრევანი და ბავშვები,
ეს ორი ერთმანეთის მსგავსი მხიარული სიცოცხლე, შიშად და სევდად გადაქცეულან.
ვინ არის ამაში დამნაშავე, ვის დავაბრალოთ ეს,
სამყაროს?
ჩვენს თავს?
ჟურნალისტებს?
მშობლებს?
მასწავლებელებს?
ბავშვებს?
ბურთს?
თუ იქნებ თავად შადრევანს, რომელსაც ყოველთვის უყვარდა ბავშვები”, – წერს მარიამ ცქიფურიშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

magti 5g