LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზარეს მდგომარეობა სტაბილურია, ბინაზე სავარაუდოდ მალე გაწერება – ვფიქრობ, საზღვარგარეთ გადაყვანას ამ მონაცემებით, არ საჭიროებს: „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი

53
ლაზარე ნიუ ჰოსპიტალსი

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგი მარინა ფირცხალავა აცხადებს, რომ ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, ბინაზე მალე გაეწერება.

ექიმის თქმით, ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, არ საჭიროებს.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა ანუ თავისით, დახმარების გარეშე სუნთქავს, ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მონიტორინგს კვლავ საჭიროებს, მაგრამ აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს. რაც შეეხება რისკებს, დაკვირვებას ჯერ მაინც საჭიროებს. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება, ნევროლოგიური სტატუსი ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება. მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს“, – განაცხადა მარინა ფირცხალავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g