სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მსოფლიოში ყველაზე ცუდი ავიაკომპანიები დაასახელეს და მათ სიაში მოხვდნენ – Frontier Airlines, Iberia Express, American Airlines და Air Canada. თავისი მოსაზრებები მგზავრებმა Reddit-ის ფორუმზე გააზიარეს.
ყველაზე მეტი ცუდი კომენტარი ამერიკულმა Frontier-მა დაიმსახურა. მომხმარებელთა უმრავლესობა არავის ურჩევს ამ ავიაკომპანიით ფრენას. საქმე ისაა, რომ ავიაგადამზიდი მგზავრებს არ აფრთხილებს რეისის გაუქმების შესახებ, ანდაც როცა ასეთი შემთხვევაა – მიზეზის დაკონკრეტებაც კი არ სურთ.
მგზავრებს არ მოსწონთ ის ფაქტიც, რომ ლაინერებში არ იწევა სავარძლები, არ არის ინტერნეტი და პირველი კლასი.
ერთი მგზავრი ძალიან გააბრაზა American Airlines-მა, სადაც ბარგი დაუკარგეს და შემდეგ ცხელ ხაზზეც არ პასუხობდნენ.
„ნამდვილ ჯოჯოხეთად“ დაასახელა მეორე მგზავრმა ავიაკომპანია Iberia Express, სადაც წინასწარ გადახდილი ბარგისთვის ფულს თავიდან სთხოვდნენ.