LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე 5 დღეა ვგოლოვობთ ბავშვს, რომელიც კორუფციის მსხვერპლი გახდა“ – „ლელო“ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივით გამოდის

65
BeFunky-collage (4)

პარტია „ლელო“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომლის შექმნის ინიციატივით პარტია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოვიდა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 17 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ის სიმსივნე, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს და კლავს და ამას ჰქვია კორუფცია“.

„უკვე 5 დღეა ჩვენი ქვეყანა გლოვობს დაღუპული ბავშვის სიცოცხლეს, რომელიც გახდა მსხვერპლი იმ მთავარი ბოროტების, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს და ეს არის კორუფციის პრობლემა.

კორუფცია, რომლის აყვავებასაც პირდაპირ ხელი შეუწყო „ქართულმა ოცნებამ“ და მისი მმართველობის ათწლიანი პერიოდის მანძილზე, კორუფცია ჩვენს მოქალაქეებს ართმევს შანსს იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში.

არ შეიძლება, რომ ჩვენ ეს რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები უაზროდ არ იღუპებოდნენ, მათ შორის ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის სიმსივნე, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს და კლავს და ამას ჰქვია კორუფცია.

ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ კორუფციას არ ვებრძოლეთ ეფექტიანად, მაშინ ამ ქვეყანას არანაირი მომავალი არ აქვს. „ქართული ოცნება“ კი, რომელიც თავად არის ცენტრი კორუფციის, არ ფიქრობს, რომ ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა და მიღებულ იქნეს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – თბილისის მერიასთან აქცია იმართება

„არ გვინდა, ეს ქალაქი იყოს დანაღმული, კალაძე პოლიტიკური დამნაშავეა, ის დღეს შეშინებულია და მოსახლეობას ემალება“ – აქცია მერიასთან

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

„ლელო“ მოთხოვნას, რომელიც მმართველი გუნდისგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ მათ მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას გულისხმობს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.

“ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი!”, – თქვა სარჯველაძემ და დასძინა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა წინასწარ კონსულტაციებია, რასაც „ლელოს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g