LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გვინდა, ეს ქალაქი იყოს დანაღმული, კალაძე პოლიტიკური დამნაშავეა, ის დღეს შეშინებულია და მოსახლეობას ემალება“ – აქცია მერიასთან

125
Untitled design (1)

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გრძელდება.

„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – თბილისის მერიასთან აქცია იმართება

მერიის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძეს მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.

სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან აქციებს აანონსებენ

როგორც სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა აცხადებს, მათი მიზანია, კახა კალაძემ „ძველებურად, მშვიდად, წყნარად და კომფორტულ გარემოში საქმიანობა ვერ შეძლოს“.

„ძალიან დიდ არაკომპეტენტურობასთან, უპასუხისმგებლობასთან, დანაშაულთან გვაქვს საქმე. ნელ-ნელა კიდევ ბევრი ფაქტი გამოჩნდა, რომ სხვადასხვა ადგილას იყო მსგავსი შემთხვევები, როდესაც ვნახეთ კადრი, დენის გაყვანილობა როგორ არის ამ აუზში და როდესაც ვიცით, რომ ორი წლის წინაც ეს ადგილი – შადრევანი იყო სიკვდილის ზონა და მაინც ასე დატოვეს…

კი, ცხადია, ვიღაცების ხელის ჩარტყმის გამო, ფულის მარტივად შოვნის, კორუფციაში ჩაფლულობის გამო, შესაძლებელია, ამ ქვეყანაში ბავშვები იღუპებოდნენ.

ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქალაქო და მორალური პასუხისმგებლობა, გვსურს, რომ მარიტა ამ ქვეყანაში სისტემის ბოლო მსხვერპლი იყოს.

ჩვენი მთავარი მიზანია, კახა კალაძემ, უპასუხისმგებლო მაღალმა თანამდებობის პირმა, ორშაბათი დღიდან ვერ შეძლოს ამ ქვეყანასა და ქალაქში ისევ ისე მშვიდად, წყნარად, კომფორტულ გარემოში საქმის შესრულება, ის არ ასრულებს არაფერს, ფულის საჭრელ დაზგად აქვს ქცეული ეს ყველაფერი..

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

კორუფცია კლავს ამ ქვეყნის მომავალ თაობას, ამის გამო ვდგავართ, არ გვინდა, რომ ეს ქალაქი იყოს დანაღმული“, – განაცხადა ნიკუშა ფარულავამ.

აქციაზე მისულმა სამხედრო ანალიტიკოსმა, აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერი დღეს შეშინებულია და საკუთარ მოსახლეობას ემალება:

„სოლიდარობას ვუცხადებ ახალგაზრდებს, რომლებიც გასაპროტესტებლად გამოვიდნენ და რომლებიც ამბობენ, რომ ქალაქი კლავს და ყველა მოქალაქე ამ ქალაქში ვართ პოტენციური მსხვერპლი. აი ასეთი ქალაქი ააშენა „ქართულმა ოცნებამ“ და არ უნდათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, კალაძე დღეს არის შეშინებული, ის ემალება საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ ამომრჩეველს.

დიახ, ეს ქალაქი კლავს და კალაძე არის პოლიტიკური დამნაშავე, მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აღნიშნავს, რომ დღეს საზოგადოებრივი ადგილები მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის:

“როგორც მოქალაქემ მინდა, რომ კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში შედის. სამწუხაროდ, დღეს სოციალური ადგილები ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის – კლავს და ამის მთავარი მიზეზი არის, რომ კორუფციაა,“ – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.

აქციაზე იმყოფება „გირჩის“ წევრი ცოტნე კობერიძეც, რომელიც აცხადებს, რომ ითხოვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ რატომ ჩაიბარა მერიამ მსგავსი ტიპის ობიექტი:

„ქალაქის მერი არის ქალაქის მეურვე, ქალაქია ჩვენი სახლი, ჩავაბარეთ მეურვეობა, მოიყვანა ადამიანები, ჩააბარა ობიექტი, რომელმაც მსგავსი შედეგი გამოიწვია, მეტი რაღაზე უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა? როცა შემოდიხარ და პოლიტიკურ ქულებს იწერ, ტრაბახობ, ამაყობ ლამაზი სკვერებით“, – აცხადებს კობერიძე.

კითხვაზე, იქნება თუ არა აქციები პერმანენტული – კობერიძე პასუხობს:

„იმედს ვიტოვებ, შეიძლება მერიასთან არ იყოს და საკრებულოსთან, სხვადასხვა ორგანოსთან იყოს, ჩვენი მიზანი ის არის, რომ მსგავსი საკითხები მალე არ გვავიწყდებოდეს, კალაძემ რომ იცოდეს, მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ეს ზურგით სათრევი ექნება და ამას ხალხი არ დაუვიწყებს“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

mazda magti 5g