LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: ომბუდსმენად ჩემი არჩევის შემთხვევაში ვიბრძოლებ „კანონიერ ქურდების“ უფლებებისთვის

114
იაგო ხვიჩია

სახალხო დამცველობის კანდიდატისა და პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ის „კანონიერი ქურდების“ უფლებებს დაიცავს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქურდული სამყაროს შესახებ“ კანონმა ადამიანთა რწმენის თავისუფლება შეზღუდა:

„მინდა დავაანონსო ერთ-ერთი კანონპროექტი და მოგიყვეთ მოკლე ისტორია ამის შესახებ. ეს კანონპროექტი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან ეპატაჟურია, ბევრი ადამიანის მხარდაჭერით შეიძლება სარგებლობდეს არსებული ნორმები, მაგრამ 2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში, როცა ეს კანონი იხილებოდა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვუყურებდი ამ კანონის განხილვის პროცესს პარლამენტში. საქმე ეხება „ქურდული სამყაროს შესახებ“ კანონს.

ამ კანონით ჩვენ ფაქტობრივად ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, იმის მიუხედავად შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე.

იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით, ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად, მოქალაქეობის ჩამორთმევას, ეს არის ქვეყნიდან გაძევება. ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება დროზე უნდა შევცვალოთ – ადამიანი უნდა დაისაჯოს მიერ მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა.

„ მე, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის, თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ. მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ „კანონიერ ქურდს“ არ ვიცნობ პირადად. არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ უსამართლობა დავაფიქსირო.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამავე თემაზე:

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო

ვინ შეარჩევს სახალხო დამცველის კანდიდატს – შემფასებელი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

mazda magti 5g