საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2022 წლის 11-12 ნოემბერს, 20:00 საათზე. სასტუმრო The Biltmore და თბილისის სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ლეგენდარული იტალიური ჯგუფი ,,RICCHI E POVERI”. ღონისძიებიდან შესული თანხა მთლიანად მოხმარდება ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების რეაბილიტაციას.
მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა ლეგენდარული იტალიური ჯგუფის წევრების მიმართვა ქართველ მაყურებელს, სადაც ისინი მოახლოებულ კონცერტებს აანონსებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ზუკა ხუციშვილის ბენდი და ქართველი მომღერლებიც მიიღებენ.