LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შადრევნებთან შეხება არ ჰქონია, მოაჯირებს და სკამებს ამზადებდა – ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულის მეუღლე

252
შადრევანი მილები

ვაკის პარკის 13 მილიონიანი პროექტის მილები ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთ საამქროს შეუკვეთეს, რომელსაც მანამდე, მხოლოდ მოაჯირების და სკვერის სკამებს დამზადების გამოცდილება ჰქონდა.

კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კი კოსმეტოლოგი ხათუნა მამასახლისია.

„ნიუ მეტალ დიზაინი“  ოფიციალურად ლილოს დასახლების ბოლოში ჭირნახულის ქუჩაზეა რეგისტრირებული.

ხათუნა მამასახლისი ამბობს, რომ გაკვირვებული და გაოცებულია ამ ყველაფრით, რადგან, მისი თქმით, „ნიუ მეტალ დიზაინთან„ მას არასოდეს, არანაირი კავშირი არ ჰქონია.

მამასახლისის თქმით, მის მეუღლეს არანაირი შემხებლობა სამუშაოებთან არ ჰქონია და ის ბრალს არ აღიარებს.

„ამ კომპანიასთან მე არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. ჩემი მეუღლე აკეთებდა საქმეს.

მოაჯირებს ამზადებენ, სკამებს, რომელიც სკვერებში დგამდნენ. როგორც ასეთი, ელექტროენერგიასთან მაგას შეხება არასდროს ჰქონია. რა შუაში იყო ლაშა, ვერ გავიგე. ადრე შადრევნებთან მას შეხება არ ჰქონია, რა სისულელეა. მე კი სახის კრემებს და კოსმეტიკურ საშუალებებს ვამზადებ”. – ამბობს ხათუნა მამასახლისი „ტვ პირველთან “ საუბრისას.

ამავე თემაზე: 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს: ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

კალაძე: დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ოთხი შვილის მამის

კალაძე: რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g