„პოსტივიმ“ გია დავითიანის აგარაკიდან ჩართვა შემოგვთავაზა. მასპინძელთან ერთად მუსიკალური ნომრები მისმა მეგობრებმა წარმოგვიდგინეს, რომელთა შორის გია ბაღაშვილი და გოგიტა მშვიდობაძე იყვნენ.
შეკრებილ სტუმრებს გია დავითიანის მეუღლე, ეკატერინე არჩვაძე მის მიერ მომზადებული უგემრიელესი გოგრით და ფელამუშით გაუმასპინძლდა. „აი, როგორ მანებივრებს, რაც ოჯახი შევქმენით, მას მერე ყოველთვე კილონახევრით ვიმატებ…“
გია დავითიანი: „ვერც წარმოვიდგენდი, რომ თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას და მარტოკაცი აღარ ვიქნებოდი…“
61 წლის ასაკში ნაპოვნი ბედნიერება – გია დავითიანი საყვარელ ქალზე დაქორწინდა