„შინდლერის სიის“ ვარსკვლავი, ლიამ ნისონი, რომელიც 7 წლის წინ დაქვრივდა, კვლავ შეყვარებულია. ამის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ქალბატონი, რომელმაც მისი გული დაისაკუთრა, საკმაოდ ცნობადი სახეა, თუმცა, მისი სახელის გაჟღერებისგან ნისონმა თავი შეიკავა.
„ვალენტინობისთვის მე მას სასიამოვნოდ გავაოცებ. უჩვეულოა, რამდენი სიხარული შეიძლება მოუტანოს ქალს ყვავილების ერთმა თაიგულმა. შეყვარებულთა დღეს მე ერთდროულად რამდენიმე ქალს ვუგზავნი ხოლმე თაიგულებს წარწერით „ირლანდიელი თაყვანისმცემელი“ და ვიცი, რომ მათ ეს ძალიან აბედნიერებთ“ – განაცხადა ნისონმა.
შეგახსენებთ, რომ ლიამის მეუღლე, ნატაშა რიჩარდსონი 7 წლის წინ, თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა. ტრადგედია მსახიობმა საკმაოდ მძიმედ გადაიტანა – ის ალკოჰოლს მიეძალა და მარტო ყოფნას არჩევდა. წლების შემდეგ კი საწყის ფორმას დაუბრუნდა.