LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფერარის“ ყოფილმა დირექტორმა შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა

41

მიხაელ შუმახერის ოჯახი და მეგობრები ცდილობენ, მისი ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი არ გააკეთონ. ამ მომენტისთვის ცოტამ იცის, რა მდგომარეობაშია მსოფლიო ჩემპიონი. ადრე დასავლური მედია წერდა, რომ შუმახერი პარალიზებულია, გადაადგილებენ სპეციალური ეტლით და მას მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები აქვს.

„ფერარის“ ყოფილმა უფროსმა, ლუკა დი მონტენძემოლომ ამ ყველაფრის შესახებ კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა. მისი თქმით, მიხაელის მკურნალობა ამ დროისთვის არანაირ რეზულტატს არ იძლევა. „მე მაქვს სიახლეები და სამწუხაროდ, არც ისე კარგი. ის არაჩვეულებრივი მრბოლელი იყო. ჩვენ ბევრი რამე გვაკავშირებდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიანობაში. მაგრამ ცხოვრება უცნაურია. მიხაელი „ფერარის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პილოტია“.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დეკემბერში, ალპებში თხილამურებით სრიალის დროს, შუმახერმა თავის ტრავმა მიიღო. ნახევარი წლის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ გონზე მოვიდა, თუმცა, გამოჯანმრთელების პროცესი არც ისე წარმატებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები