LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტო ბაჯომ ფანს ავტოგრაფი მანქანაზე დაუტოვა

59
121061898_2815614292097610_8164259712766323970_n-831x1024-1-e1666361055618

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ რობერტო ბაჯომ უარი ვერ უთხრა ფანს და უჩვეულო ავტოგრაფი მისცა.

ყოფილმა ვარსკვლავმა თაყვანისმცემელს მარკერით ავტომანქანის კაპოტსა და კარზე მოუწერა ხელი.

ბაჯო „ფიორენტინაში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, ბოლონიაში“, „ინტერში“, „ბრეშაში“ და სხვა გუნდებში თამაშობდა. იტალიის ნაკრებთან ერთად 1990 წელს საშინაო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრიჯაოს მედალი აიღო, ხოლო 1994-ში ფინალში გავიდა და იქ წააგო ბრაზილიასთან. საკულტო ეპიზოდად იქცა მისი გაფუჭებული პენალტი მატჩისშემდგომ 11-მეტრიანების სერიაში.
ბაჯო 1993 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია. ორჯერ აქვს მოგებული სკუდეტო, კარიერა კი 2004 წელს დაარულა 37 წლისამ.

ბაჯოს თბილისში აქვს ნათამაშები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები