მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.