არ გეგონოთ, რომ ეს კადრი რომელიმე საშინელებათა ფილმიდანაა აღებული, არც მეტი არც ნაკლები ეს კონკურსის გამარჯვებული ფოტოა და მასზე ჭიანჭველაა გამოსახული.
შემზარავი ფოტო ერთ-ერთი იყო იმ ასობით კონკურსანტს შორის რომელიც Nikon’s Small World Photomicrography Competition-ის ჟიურის წარუდგინეს. მისი ავტორი ლიეტუველი ფოტოგრაფია.
CNN-ის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში უკვე 48-ე წელია მიკროსკოპის ქვეშ დანახულ შთამბეჭდავ კადრებს ავლენენ.
რაც შეეხება 2022 წლის გამარჯვებულს, ის წარსულში ფრინველთა ფოტოგრაფი იყო, შემდეგ კი მწერებზე გადაერთო და იდეალური შედეგის მიღწევა სპეციალური განათებების საშუალებით შეძლო.