LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ვადაჭკორია: „ამბობენ, ოჯახის შექმნა პირველადაა მარტივი, თორემ მერე არაო. ჩემს შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა…“

140
თაკო ვადაჭკორია

მომღერალი თაკო ვადაჭკორია ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს ინტერნეტბულინგის შემთხვევას, რომელიც ერთ-ერთი მამაკაცის მხრიდან მისი შვილის მისამართით განხორციელდა:

„სასტიკად ცუდი კომენტარი დამიწერა, მაყენებდა შეურაცხყოფას, წავშალე და მერე ბავშვს მიაყენა შეურაცხყოფა. ვერ გავიმეორებ, რა ეწერა. გავაფრთხილე, თუ იქნება მსგავსი შეურაცხმყოფელი შემთხვევა, ყველა დამადასტურებელ დოკუმენტს მივაწვდი საგამომძიებლო ორგანოებს. ეს ადამიანი ეწევა გოგონებისა და ქალების ბულინგს სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი გოგონა ესაუბრა ამ მამაკაცს და ფსიქიკურად არ უნდა იყოს ჯანსაღად“.

ვიცი, არაერთი მამაკაცი იყო შენზე შეყვარებული, სურდა შენთან ურთიერთობა და ოჯახის შექმნა, თუმცა შენ უარი უთხარი. ეს ნაბიჯი რომ არ გადადგი, ამის მიზეზი შენი შვილია თუ შენი არჩევანი იყო?

ნამდვილად იყო მსგავსი მომენტები, მაგრამ მე ვთქვი უარი, იმ ეტაპზე, რადგან ჩავთვალე, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. ამბობენ, ოჯახის შექმნა პირველადაა მარტივი, თორემ მერე არაო. ჩემს შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა (იცინის)… ჯერ კიდევ ველოდები ისეთ ადამიანს, ვინც წარმომიდგენია, რომ ჩემ გვერდით უნდა იდგეს…“

მომღერალი დასძენს, რომ შვილის, სანდროს აზრის გათვალისწინების გარეშე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

თაკო ვადაჭკორია: „ცხოვრებისეული ეპიზოდები სიმღერაში გადმოვიტანე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g