LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლენონის ბოლო წერილი 64 ათას დოლარად გაიყიდა: ეს ბევრად მეტია, ვიდრე ელოდნენ

36
576

რამდენს გადაიხდიდა The Beatles-ის ფანი საკოლექციო წერილში? ამ კითხვაზე პასუხი თითქმის 64 ათასი დოლარია.

სწორედ ამ ფასად გაიყიდა აუქციონზე გამოტანილი ლეგენდარული მუსიკოსის ჯონ ლენონის ბოლო წერილი. ინფორმაციას ამის შესახებ TMZ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ლოტის მფლობელი ვინაობას არ ამხელს და წერილი რომელიც მან იყიდა საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი. მუსიკოსმა ის ბუღალტერს, ბარი ნიკოლს გაუგზავნა.

აუქციონის სახლის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ წერილი 30-დან 50 ათას დოლარამდე შეფასდებოდა, თუმცა ის მართლაც განსაკუთრებული ბარათია. საქმე ისაა, რომ მისი დაწერის შემდეგ ზუსტად რამდენიმე საათში ლენონი მოკლეს. მარკ ჩეპმენმა მუსიკოსს ორჯერ ესროლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები