LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დათვალეს, თუ რამდენ საკვებს ყრის თითოეული ევროპელი ყოველწლიურად: ინფოგრაფიკა

57
43563456546

საშუალო სტატისტიკური ევროპელი წელიწადში 127 კილოგრამ საკვებს ყრის. ასეთი მონაცემები ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატმა გაავრცელა.

საკვების ნარჩენების ნახევარზე მეტი (დაახლოებით 70კგ.) სახლის ნაგვის ურნაში ხვდება. დანარჩენი კი კაფეებში, სუპერმარკეტებსა და საწარმოებში გროვდება.

2020 წელს ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს მოსთხოვა, რომ გადაყრილი პროდუქციის ანგარიში ეწარმოებინათ. ამ მეთოდით საკვები ნარჩენები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. საქმე ისაა, რომ 2018 წელს ევროპამ გადაწყვიტა, გადაყრილი საკვების ოდენობა 2030 წლისთვის ორჯერ შეემცირებინა.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში ცდილობენ, რომ საკვები ნაგავსაყრელებიდან იხსნან. მაგალითად, ფინეთში არსებობს სპეციალური აპლიკაცია რომლის მეშვეობითაც მსურველებს რესტორნებში დარჩენილი საჭმლის ყიდვა შეუძლიათ. პრაღის სკოლებში ბავშვებს ასწავლიან, რომ პროდუქტი არ უნდა გადაყარონ. ესპანურ რესტორნებში კი სტუმრებს ახსენებ, რომ დარჩენილი საკვების თან წაღება შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები