კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ეხმიანება საზოგადოების რეაქციას, რომელიც მსახიობ თამარ მაყაშვილის მიერ, ტელეკომპანია „იმედში“ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
მუსიკოსი საზოგადოებას სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს, რომ თამარ მაყაშვილს მან ესროლოს პირველი ქვა, ვისაც არასდროს დაუცინია სხვისთვის:
„ხულელი ბავშვებიც მიყვარს ბეშუმელიც, ადიგენელიც და აფრიკელიც, მაგრამ ვისაც ვინმეზე არ დაგიცინიათ, გამობრძანდით და პირველი ქვა თქვენ ესროლეთ თამარ მაყაშვილს.
ამდენი წელია არ იცნობთ ამ ქალს? არ იცით, რომ რაც თავში მოსდის, ეგრევე ლაპარაკობს, ხუმრობს? და არ იცით, რომ ბოროტი და ცინიკოსი ქალი არ არის? თან ათასი ბოდიში მოიხადა ქალმა!!! ასეთი ანგელოზები საიდან დაიბადეთ?? როგორც ვატყობ, ისეთი სუფთა ენები და სულები გაქვთ, რომ ჯოჯოხეთში მარტო მე და თამრიკო მოვხვდებით!!!
ოხ, რა დამპალი ხალხი ვართ!!!
აქ არ შემომიხტეთ ახლა ეს ნეო-ქართველები, თორემ ზრდილობის არსებობას დავივიწყებ!!!“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თამარ მაყაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრის დროს განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილები.
ამავე თემაზე:
მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა