LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემოანათა ეკამ…გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენას ჰგავდა” – ნიკუშა შენგელაიას და ეკა ჭიჭინაძის პირველი შეხვედრა

398
BeFunky-collage - 2022-11-02T010446.015

მხატვარი ნიკუშა შენგელია “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში მეუღლის, ეკა ჭიჭინაძის გაცნობის ისტორიას იხსენებს.

როგორც შენგელაია საუბრობს, მეუღლე პირველად მისივე სახელოსნოში გაიცნო.

“არა შუქი, არა გათბობა. შეშის ღუმელი, ბევრი მუსიკა და ბევრი ხელოვნება. ამ არეულობაში გაიღო კარები და გვირაბის ბოლოს, რომ სინათლე გამოჩნდება, შემოანათა ეკამ…სიყვარული არის ის, რაც ოჯახის სიმტკიცეს იცავს”, – საუბრობს ნიკუშა შენგელაია.

როგორც ეკა საუბრობს, დროსთან ერთად მათი სიყვარული გაიზარდა და გაღრმავდა.

ნიკუშა შენგელაიას თქმით, მათ პირველი პაემანი და სიყვარულის ახსნა არ ჰქონიათ, რადგან უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.

“ქორწილი ოცი წლის შემდეგ გადავიხადეთ. მანამდე ჯვარი დავიწერეთ. პირდაპირ ერთად თანაცხოვრება დავიწყეთ”, – ამბობს შენგელაია.

ამავე თემაზე:

ვიდეო: ეკა ჭიჭინაძე: „ნიკუშას ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ…“

ნიკუშა შენგელაია: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის რესურსების უდიდესი ნაწილი ხმარდება ქვეყანას, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს

ნიკუშა შენგელაია: „ხშირად მეკითხებიან: ყოველთვის აქტიური იყავით და რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ პოლიტიკაში მოხვიდეთ და ქვეყანას მოუაროთო?“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g