LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა შენგელაია: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის რესურსების უდიდესი ნაწილი ხმარდება ქვეყანას, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს

395
BeFunky-collage (12)

მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედს კვირა“ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა.

„აშკარაა, რომ არის ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. თავად ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს ვერ ავნებენ ამით, მაგრამ, ცხადზე ცხადია, ყველამ ვიცით ჩვენ, რომ მისი რესურსების უდიდესი ნაწილი ხმარდება ქვეყანას, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, ქვეყნის განვითარებასა და იმ ბევრ სიკეთეს, რომელიც გაკეთებულია ქვეყნისთვის და რომელიც უნდა გაკეთდეს.

აქედან გამომდინარე, ყველა მცდელობა და აქტიურობა იმ ხალხის, ვინც ჩართულია ამაში, საზოგადოების მხრიდან განხილულია, როგორც, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილმოსურნე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის. ალბათ დადგება დრო და მოეკითხება სულ ყველას, რად უნდოდათ საკუთარი ქვეყნის დაზიანება“, – განაცხადა შენგელაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები