ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მსახიობ თამარ მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
„ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა! ყველა ადამიანს მოსდის უნებლიე შეცდომა, ხანდახან ისეთი რამ წამომცდენია, მერე წლები მინანია. წარმოუდგენელია, რაც მსახიობ თამარ მაყაშვილს მოუწყვეს! ადამიანმა რაღაც თქვა (ვერ დავიჯერებ, რომ უამრავ თქვენგანს არ გქონიათ როყიო წამოძახილი. მე მქონია!) , მერე ბოდიში მოიხადა და ამის მიუხედავად.
თეატრიდან გამოუშვეს?!
პირადად სულ არ ვიცნობ და პირადი მეგობრობა არ მაწერინებს ამ პოსტს!
ამ უსამართლობით და შეურცხყოფებით სავსე ქვეყანაში, კარგმა მსახიობმა რაღაც თქვა, თუნდაც არ მოსაწონი და ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო?!!!!!
ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი!!მძაგს და საშინლად მანერვიულებს ადამიანების კოლექტიური ჩაქოლვა!
ჩემი მხარდაჭერა თქვენ Tamara Makashvili ❤️ ესეც გაივლის!! სირცხვილი ბათუმის თეატრს!!“, – წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღიწ წინ, თამარ მაყაშვილმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილები. მალევე ამ განცხადების გამო ბოდიში არა მხოლოდ მან, არამედ მისმა ქალიშვილმა, გადაცემის წამყვანმა, რუსკა მაყაშვილმაც მოიხადა.
„იმედის“ ეთერში გაკეთებული აღნიშნული განცხადების გამო, მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.
ამავე თემაზე:
მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის
“ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება” – ანდრია გველესიანი