LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდები ყველაფერს და ასევე, ველოდები არაფერს.. თუ მოსამართლეები თავის სინდისს მოუსმენენ, დღეს ნიკა უნდა გაათავისუფლონ – სოფო ლილუაშვილი

48
სოფო და ნიკა

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც გვარამიას საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, განაცხადა, რომ მოლოდინი კონკრეტულად არაფრის აქვს.

მისივე თქმით, თუკი მოსამართლეები სინდისს მოუსმენენ, ნიკა გვარამია უნდა გაათავისუფლონ.

„ძალიან მნიშვნელოვანი დილაა, არა მხოლოდ ჩემთვის და ნიკასთვის, არამედ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის.

გავმეორდები და ვიტყვი, რომ მოლოდინი კონკრეტულად არაფრის მაქვს. ველოდები ყველაფერს და ასევე, ველოდები არაფერს. მაინტერესებს ისტორიის რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები. თუ ისინი, როგორც ნიკამ ურჩია, თავის სინდისს მოუსმენენ, დღეს ნიკა უნდა გაათავისუფლონ.

ნიკამ აღნიშნა, რომ ის თავისუფლებას კი არ ეძებს, არამედ სამართალს და ეს სამართალი არის ის სამართალი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად წაგვიყვანს დასავლეთისკენ. ამიტომ ვიტყვი, რომ მხოლოდ წინ საბოლოო გამარჯვებამდე,“ – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმის განაჩენს დღეს გამოაცხადებს. განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები