Apple-მა სმარტფონის ახალი ვერსია წარადგინა, რომელსაც უკან „როლექსის“ საათი აქვს მიმაგრებული. ბრენდ Caviar-ის დიზაინერებმა საზეიმოდ წარადგინეს მდიდრული სმარტფონი.
აღსანიშნავია, რომ საათი ოქროსგანაა დამზადებული და 8 ცალი ბრილიანტით არის გაფორმებული. კორპუსის ძირითადი ნაწილი ტიტანის შავი მეტალით არის დაფარული, იმავე მასალით, რითაც „როლექსის“ შავი დეტალები, „ქეისები“ და სამაჯურები მზადდება. მისი ღირებულება კი 123 420 დოლარია.
ცნობისთვის, Daytona ლიმიტირებული მოდელია, მისი მხოლოდ სამი ეგზემპლარია ხელმისაწვდომი.