LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: სახალხო დამცველის პოსტზე არჩეული უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობისთვის თანაბრად მისაღები იქნება

58
შალვა პაპუაშვილი

„სახალხო დამცველის პოსტზე არჩეული უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობისთვის თანაბრად მისაღები იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, უმრავლესობა არც ერთ ფრაქციას არა აქვს, მაგრამ ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც ომბუდსმენის არჩევა ვერ მოხდება, „ქართული ოცნებაა“ და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატები ხათუნა სამნიძე და ლევან ბეჟაშვილი სახალხო დამცველის არჩევის თაობაზე კონსულტაციების გამართვის საკითხით დაინტერესდნენ.

მათი მხრიდან დაისვა კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ გაჭიანურდა პროცესი და რატომ არ იწყება მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

როგორც ხათუნა სამნიძემ ამ კონტექსტში საუბრისას თქვა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების მოსმენის პროცესი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაასრულა, საკითხი კენჭისყრაზე კომიტეტის მხრიდან არ დამდგარა.

საპასუხოდ კი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რა მომენტშიც იქნება კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება. პაპუაშვილის თქმით, გასულ კვირას დეპუტატთა დიდი ნაწილი მივლინებით იმყოფებოდა, თუმცა ახლა სასესიო კვირაა, ყველა პარლამენტშია და პროცესის დაწყება შესაძლებელი იქნება.

„კარგია, რომ საზოგადოებას ყველა კანდიდატის მოსმენის შესაძლებლობა მიეცა. ახლა პოლიტიკური კონსულტაციების დროა და მნიშვნელოვანია, მხარეები ერთმანეთს დაელაპარაკონ.

უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობისთვის თანაბრად მისაღები იქნება – საკითხს ამ პერსპექტივით უნდა შევხედოთ. არ უნდა იყოს რადიკალური პოლუსები, რათა შევძლოთ რამენაირად შეთანხმების მიღწევა, რაც საბოლოო ჯამში, ყველას ინტერესშია.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა” – სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე განცხადებას ავრცელებს

„პარლამენტის მოქმედ წევრს აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.. ეს არის ერთგვარი შოუ“ – ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა არც ომბუდსმენობის შესარჩევ გასაუბრებაში მიიღებს მონაწილეობას 

ხვიჩია: ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ

პოპულარულები