„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგ ტურში მანანა თოდაძემ თავის მეწყვილესთან ერთად ტანგო შეასრულა.
მომღერალი ულამაზესი იყო შავ კაბასა და წითელ ვარდში, რომელიც თავზე ჰქონდა მორგებული.
ირაკლი მაქაცარიამ აღნიშნა, რომ მანანა თოდაძისთვის ცეკვები სწორად არის შერჩეული, წყვილი სტაბილურად მიიწევს წინ და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ტანგო ამ შოუში.
სოფო შევარდნაძემ კი აღნიშნა: „კარგად გამოგდით, ნურაფრის გეშინიათ…“
ვიდეო: თათა გიორგობიანმა და რატი გაჩეჩილაძემ ცნობილი ფილმი „ნიღაბი“ გაგვახსენეს