LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

129
ეროვნული ბანკი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

“მოთხოვნამ შეადგინა 233 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.990 პროცენტით, მაქსიმალური 9.099 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.014 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g