LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

120
BeFunky-collage - 2022-11-15T232623.056

გადაუდებელი სიტუაციიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ, პრეზიდენტ დუდასთან კონსულტაციით, გასცა ბრძანება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების, – აღნიშნულის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელიც კომიტეტში იქნება წარმოდგენილი, მოგვიანებით, შეძლებისდაგვარად საზოგადოებისთვის მაქსიმალურად იქნება მიწოდებული.

„გადაუდებელი სიტუაციიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ, პრეზიდენტ დუდასთან კონსულტაციით, გასცა ბრძანება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების.

ინფორმაცია, რომელიც კომიტეტში იქნება წარმოდგენილი, მოგვიანებით, შეძლებისდაგვარად საზოგადოებისთვის მაქსიმალურად იქნება მიწოდებული.

მოგიწოდებთ, მანამდე არ გაავრცელოთ დაუდასტურებელი ინფორმაცია“, – აცხადებს პიოტრ მიულერი.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g