LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე კოლხი: „უმადური ადამიანი ოქროს სასახლეში რომ აცხოვრო, შეიძლება იმაზე გაბრაზდეს, კარის სახელური ბრილიანტის რატომ არ არისო…“

451
petre kolxi

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბედნიერება ფულში არ არის:

„ზოგს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც წუხს, მაინც წვალობს და სულ შფოთშია…

ზოგიც ლუკა-პურს თუ იშოვის, ბედნიერებისგან დაფრინავს…

მთავარი აღქმაა,  რამდენად აფასებ იმას, რაც მოგეცა…

უმადური ადამიანი ოქროს სასახლეში რომ აცხოვრო, შეიძლება იმაზე გაბრაზდეს, კარის სახელური ბრილიანტის რატომ არ არისო…

მადლიერი კი, ქოხში რომ ცხოვრობს და  შეშის ღუმელთან ზის, ღმერთს ათას მადლობას სწირავს, მთავარია არ მაწვიმს და თავშესაფარი მაქვსო…

უმადურობა და მადლიერება ქონა-არქონაზე არა, შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული.

ჰოდა, ბედნიერება არც ფულშია, არც უფულობაში, ის სხვა განცდაა, რომელიც საკუთარ თავში მოგზაურობით უნდა აღმოაჩინო!..“

პეტრე კოლხი: “წერტილი დაუსვი ტოქსიკურ ადამიანებს, რომლებიც სულ გარჩევებსა და სიმართლის მტკიცებაში არიან…თუ ჩამოშორდი, მერე მიხვდები, რა ძალით შექმნილ სიმძიმეს და უაზრო თავის ტკივილს დაატარებდი”

პეტრე კოლხი: “გიზიარებთ ჩემს სიხარულს და თქვენც ბევრი სიხარული გქონდეთ, ეს მართლაც საშვილიშვილო საქმეა…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g