„დიაბეტი მაქვს, ამიტომ ჩანთა შაქრის საზომით და ინსულინით, სულ თან დამაქვს“ – 19 წლის მოდელი ლილა მოსი „ვოგთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მის პატარა ჩანთაში მუდამ არის სამი რამ, რაც მის დაავადებას სჭირდება. ეს არის შაქრის საზომი აპლიკაცია, შაქრის შემცვლელი ტაბლეტები, ხოლო ინსულინის პომპა მას ხეულზე აქვს მიმაგრებული. მოდელი აცხადებს, რომ აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მას დაეხმარება, თუ სხეულზე მიმაგრებული ინსულინის პომპა შემთხვევით სადმე დაიკარგა:
„ამ დრომდე ბევრმა არ იცოდა, რომ დიაბეტი მქონდა, ვერსაჩეს შოუზე ინსულინის პომპა შეგნებულად დავიმაგრე ისეთ ადგილას, რომ ის ხილული ყოფილიყო. მინდა ყველამ იცოდეს, რომ დიაბეტი მხოლოდ ცხოვრების წესია“ – ამბობს ქეით მოსის ქალიშვილი და ვიდეოში გვაჩვენებს ჩანთას, სადაც მისი ყოველდღიური მოხმარების ნივთები დევს.