LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ შესაძლებელია არ მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი: ვახტანგ ძაბირაძე

235
1614933169-204339-2021-03-22_16-09-01_862735

„ღარიბაშვილმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ შესაძლებელია არ მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, სადაც მან დღეს პარლამენტში პრემიერ მინისტრის გამოსვლა შეაფასა.

„ეს იყო მოგზაურობა წარსულში, ოღონდ ათვლის წერტილი იყო 2012 წელი. ქართული ოცნება ლაპარაკობდა რა ხდებოდა 2012 წლამდე და ოპოზიცია საუბრობდა რა ხდება 2012 წლის შემდეგ. რეალობა ასეთია, თუ სერიოზულად იმსჯელებენ იმ კანონებით რასაც პარლამენტი იღებს, მაშინ ალბათობა იმის, რომ მოგვცემენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არის ძალიან დაბალი“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ღარიბაშვილი ოპოზიციას: გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს თითქოს რაღაც სასწაული მოხდება თუ სტატუსს ვერ მივიღებთ

რაც შეეხება პოლიტიკური მხარეების ჩართულობას რეკომენდაციების 12 პუნქტის მომზადების პროცესში, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ზოგადად ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეძლო უმთავრესი ამოცანის გადაწყვეტა.

„თავიდანვე არასწორად დაიწყო ეს პროცესი. პოლიტიკურმა სპექტრმა დაიწყო მუშაობა არა შესრულებაზე, არამედ იმაზე, რომ გამიჯნულიყო ერთმანეთისგან ნაბიჯები. ეს მოახერხეს. ამ  შემთხვევაში არანაირი ანგარიში არ გაუწია არცერთმა მხარემ ჩვენი პარტნიორების მოთხოვნას, რომ ერთად ემუშავათ. გასაგებია არგუმენტი, რომ უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აქვს და ის მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთად მუშაობის ეფექტი მაინც სხვა უნდა ყოფილიყო. ამიტომ ზოგადად, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეძლო უმთავრესი ამოცანის გადაწყვეტა, მცდელობაც კი არ ყოფილა, რომ ერთად ემუშავათ და პოლარიზებული ვითარება რამენაირად შეეცვალათ“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მანჯგალაძე პრემიერს: ასეთი რა დაკავებული ხართ, შვიდჯერ თუ რვაჯერ იყავით აზიაში, ერთი უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა?

„არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი“ – პრემიერი პარლამენტში

ღარიბაშვილი: საქართველო უკრაინასა და მოლდოვას 10 თავით უსწრებს – მათ ერთგვარი, წამახალისებელი სტატუსი, ავანსად მისცეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g