12 ნოემბერს სპორტის სასახლეში ლეგენდარული „რიკი ე პოვერის“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
საქველმოქმედო კონცერტი ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩატარდა.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ლეგენდებთან ფოტოს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე აქვეყნებს.
„ლეგენდები, სუპერვასკვლავები“, – წერს ნოე სულაბერიძე.
ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.