რადგან მას არ შეუძლია, დედას სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა, – ასე ეხმაურება ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.
“ბატონ სააკაშვილის დღევანდელმა Facebook-ში გამოქვეყნებულმა პოსტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, არადა საკითხი მარტივია, იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის Facebook გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დაადანაშაულა რაც რბილად, რომ ვთქვა არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა.
ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი კეთილი შურით მშურს. იშვიათია სიძულვილით სავსე ამ სამყაროში ასეთი უანგარო მეგობრობა! ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას”, – წერს შალვა ხაჭაპურიძე.
ამავე თემაზე:
„მეეჭვება მას ეს დაეწერა“ – ადვოკატი სააკაშვილის ფეისბუკ პოსტზე
კელი დეგნანი: ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას
არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი