LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

93
BeFunky-collage

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

სამების საკათედრო ტაძარში წირვა 10 საათზე დაიწყება, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g