LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ტაბატაძე: „როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ. ფიზიკური გადარჩენა დიდი მიღწევაა… ამ ქვეყანაში ქალის დანაშაულია: თუ მიგატოვეს, თუ განქორწინდი, თუ დამოუკიდებელი ხარ…“

682
თაკო ტაბატაძე

მსახიობი თაკო ტაბატაძე გუშინ თერჯოლაში მომხდარ საზარელ ამბავს ეხმაურება, როდესაც ქმარმა ცოლი ცოცხლად დაწვა:

„რამდენიმე დღის წინ ქუჩაში დავინახე ქალი, მოწყალებას ითხოვდა. დავეხმარე და ასეთი რამ მითხრა: ,,ღმერთმა გადაგარჩინოს ამქვეყნიერებას”.

მაშინვე მომხვდა გულზე ეს სიტყვები…

როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ. ფიზიკური გადარჩენა დიდი მიღწევაა.

გადის რამდენიმე დღე და ვკითხულობ, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა ცოცხლად დაწვა.

სული მეწვის… და მტკივა ისე, როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი…

ამ საზოგადოების ჩამყაყებულმა ნაწილმა კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე ქალი სასტიკად გაანადგურა იმ მკვლელის ხელით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, გამართლებასაც მოუძებნიან, როგორც სჩვევიათ ხოლმე:

,,ალბათ ღირსი იყო და მაგიტომ” , ,,ტყუილად არავინ არავის მოკლავს”, ,,თავგასულ ქალს ასე მოუხდება” და ასე შემდეგ…

ამ ქვეყანაში ქალის დანაშაულია:

თუ მიგატოვეს

თუ განქორწინდი

თუ დამოუკიდებელი ხარ

თუ საკუთარ თავს პატივს სცემ

თუ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა

თუ ბედნიერი ხარ

თუ გიყვარს

თუ გჯერა

და კიდევ ბევრი თუ…

თითოეულ ადამიანს მივმართავ, ვინც გამოირჩევით ქალთმოძულეობით, ამ სიძულვილში ზრდით შვილებს და მოუწოდებთ კაცებს რომ დაწვან, ცემონ, დაჭრან…

თქვენ ხართ თამილას მკვლელები!

მივმართავ მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს, რომლებიც მოძალადე კაცების ატანას გვაიძულებენ და გვდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების სატანისტური ჯგუფის განხილვის ობიექტი არ გავხდეთ, თქვენც გაუცნობიერებლად ასაზრდოებთ მათ! შეწყვიტეთ! მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილებს, დებს, დედებს, რომ იყვნენ ბედნიერები, ძლიერები თქვენით!

და ბოლოს, მივმართავ იმ საიტებს, რომლებიც ახდენენ ასეთი ძალადობრივი კომენტარების წახალისებას პირადი, თუ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. თქვენ კვებავთ მკვლელებს! ასაზრდოებთ მათ ბნელ ფანტაზიებს! ასეთი კომენტარები უნდა იბლოკებოდეს და სირცხვილი უნდა იყოს!!!! ხატებით რომ აქვთ ,,მოოჭვილი” სოციალური ქსელები და ერთმანეთს ,,ლოცავენ” უფლის სახელით ვინ უფრო საშინელ სიკვდილს უსურვებს ქალს!!!! ამაზრზენია!!!

ჩემი ღმერთი არ განიკითხავს!!! ჩემი ღმერთი მიმტევებელია!!!! ჩემი ღმერთი სიყვარულია!!!!

მე ბედნიერი ვარ!!!! მე ძლიერი ვარ!!!! მე არ ვეგუები!!!! მე ვცვლი!!!!“

თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ქალი გარდაიცვალა

კაცს, რომელმაც თერჯოლაში, მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა, თავადაც სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა აქვს

„ქართველი კაცების უდიდესი ნაწილი ვერ იტანს დამოუკიდებელ ქალებს… მიაჩნიათ, რომ ყველაფერში დამნაშავე ქალია – გცემეს? ღირსი იქნებოდი! მოკლე კაბა გეცვა? კაცს მოსწონხარ? შენი ბრალია!“ – მებო ნუცუბიძე

თუ არ გამოვფხიზლდით, ქალებსაც კიდევ დაწვავენ ცოცხლად ქვეყანაში და სათითაოდ შვილებსაც ამოგვიხოცავენ: იზა ომაძე

„როცა ამდენი უსასტიკესი ოჯახური ძალადობა ხდება, რატომ არ ისმის ეკლესიის, განათლების მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის ხმა? – მხოლოდ ფემინისტური აქტივიზმი ვერ მოერევა ამ საკითხს“: ნათია ფანჯიკიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g